7.03.2015

პატარა აბაზანების განახლების 3 ისტორია

       ეს მინი-რეპორტაჟი პატარა აბაზანების მეპატრონეებს ეკუთვნით. ასეთი აბაზანების და ასევე, პატარა სამზარეულოების, საძინებლების დიზაინების საერთო იდეები, როგორც წესი ადვილი მოსაძებნია, რასაც ვერ ვიტყვით კონკრეტულ მაგალითებზე. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მასალებით, კონკრეტული მაგალითები შემოგთავაზოთ. 

      ამ კოკრეტულ შემთხვევაში დიზაინერებს მუშაობა მოუხდათ საკმაოდ პატარა ფართში, დაახლოებით 2.85 კვადრატულ მეტრში. ეს ზომები, მოგეხსენებათ, საკმაოდ მასიურია ჩვენი  ძველი ბინებისთვის, მაგალითად, "ხრუშჩოვკისთვის" და ზოგადად, 70-80 წლებში აშენებული კორპუსებისთვის.  

      დიზაინერების დავალებას წარმოადგენდა, 2 რეალური აბაზანისათვის 2 სხვადასხვა ვარიანტის დიზაინის დამკვეთებისათვის შეთავაზებას.   

პატარა აბაზანა დიზაინერების მოსვლამდე

განახლებული პატარა აბაზანის 1 ისტორია



განახლებული პატარა აბაზანის 2 ისტორია




      მოამზადა ფიქრია ჭალიძემ
მასალა მომზადებულია "ჯგუფ იდელდიზაინისა" და 
                                     ინტერნეტ ჟურნალ Populars.ge-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში

7.02.2015

შემოსასვლელის გადაკეთების რეალური ისტორია_ განახლება დეტალებშია

რთული დასაჯერებელია, რომ ეს შემოსასვლელი ადრე ჰოლს ჰგავდა. მით უფრო, რომ ის უხალისო ემოციებს იწვევდა სტუმრებსა და მასპინძლებში.

სიტუაციას ართულებდა ისიც, რომ შემოსასვლელში ბევრი კარი და მეორე სართულზე ასასვლელი კიბე იყო. ასე რომ სტანდარტული ავეჯი ამ განლაგების ოთახში ძალიან უგემოვნოდ და უაზროდ გამოიყურებოდა. გადაწყვეტილების მიღება, თუ როგორი გამხდარიყო ის, პროფესიონალებს დაევალათ. დიზაინერების მუშაობის შედეგად ეს შემოსასვლელი გახდა:

გაცილებით თავისუფალი მეტი სივრცით;
ჰარმონიულად განლაგებული ნივთების შესანახი ადგილი;
ოთახი, რომელსაც აქვს ახალი და თანამედროვე იერი, რაც იწვევს მხოლოდ პოზიტიურ განწყობას ყველა მნახველში.

ეს, ალბათ, შესანიშნავი პრაქტიკული მაგალითია, რომელიც სასარგებლო იქნება პატარა ბინების მეპატრონეებისათვის. ამ ისტორიაში ნახავთ თუ როგორ შეუცვალოთ გარემო მოუხერხებელ, არამყუდრო შემოსასვლელს არც ისე რთული ნაბიჯებით:

შემოსასვლელის გარეგნობა გადაკეთებამდე:

ბინების მეპატრონეების კლასიკური შეცდომა _ განცალკევებით მდგარი ვეებერთელა კარადა, რომელიც აბსოლუტურად მოუწესრიგებელი ოთახის შთაბეჭდილებას ტოვებს. ასევე, აქ შერჩეული იყო უაზრო ფერთა გამა, რაც არანაირად არ ქმნიდა სიმყუდროვესა და სილამაზეს.


და აი, რა გამოვიდა სპეციალისტების მუშაობის შედეგად:

მსუბუქი, ქათქათა, თავისუფალი. მოხდენილად შერჩეული ტონები ოთახს სინათლეს მატებენ, ხოლო შემოსასვლელის ჰარმონიულ კავშირში ყველა კუთხე  თავის როლს თამაშობს. როგორ შეძლეს დიზაინერებმა ასეთი ეფექტის მიღება, ოდნავ დაბლა ნახავთ:





ცნობილი წესი #1: ცივი, ნათელი ტონები აფართოებენ ოთახის სივრცეს.

საღებავის ცისფერი ტონი კედლებისთვის და + ნათელი ნაცრისფერი (ლამინატი პრაქტიკულად ნახატის გარეშეა) ქმნიან ოპტიმალურ ფონს, მსუბუქსა და ნათელს.

ცნობილი წესი #2: გაათავისუფლეთ იატაკი

სეზონური ზედა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შესაძლებელია იდეალურად მოთავსდეს ღია საკიდზე და ტუმბოზე, რძისფერი-თეთრი ავეჯის ტონი ამ ნივებს პრაქტიკულად შეუმჩნეველს ხდის. დანარჩენი ტანსაცმელი გადატანილია კომპაქტურ კარადა-კუპეში.


ცნობილი წესი #3 ჰარმონიული განათება

ბრტყელი ჭერის სანათი საკმარისად დიდი ზომისაა, იძლევა ოპტიმალურ ფონურ განათებას. კედელზე კიბის საფეხურებთან ჩამონტაჟებული ლაკონური ბრები კი არამარტო საღამოს საათებში ერთგვარი მიმართულების მიმცემები არიან, არამედ ისინი ვიზუალურადაც იატაკის სივრცეს ქმნიან.


ცნობილი წესი #4: კარებების ერთიანობის ჩამოყალიბება

აქ ძირითადი მასისთვის კარები შეირჩა თეთრი, ხოლო მისაღებში შესასვლელი კარი მქრქალი მინის. ეს უკანასკნელი კარგად შეესაბამება ამ ფერთა პალიტრას.


ცნობილი წესი #5: დაუმატეთ მსუბუქი, მაგრამ  სხვადასხვაგვარი დეკორი

ყვავილების კომპოზიციის ვაზა თაროზე და ეფექტური შუშიანი პანო ეხმაურებიან შემოსასვლელისთვის შერჩეულ ძირითად ტონებს.


ცნობილი წესი #6: არასასტანდარტული მიდგომა ჩვეულ ნივთებთან

კარადა-კუპესა და უახლოეს კარს შორის დარჩა ადგილი, რომელიც შეავსეს მსუბუქი სკამით, კომპაქტური და სასარგებლო ნივთით შემოსასვლელისთვის. ის შეკვეთით დაამზადეს. სკამის ქვეშ შეგიძლიათ შეინახოთ ყუთი წვრილმანებისათვის.


ცნობილი წესი #7: ჰარმონიული დანამატები

ამ შემთხვევაში ეს მრგვალი ხალიჩაა შემოსასვლელის ცენტრში და ანალოგიური ფერის ხალიჩით არის დაფარული კიბის საფეხურებიც.  



მოამზადა ფიქრია ჭალიძემ

  მასალა მომზადებულია "ჯგუფ იდელდიზაინისა" და 
                                     ინტერნეტ ჟურნალ Populars.ge-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში


6.30.2015

ვიწრო, პატარა სამზარეულო (9 კვ.მ) გაერთიანებულია მისაღებთან და საკუჭნაოსთან: დიზაინი ეკუთვნის ესპანელ დეკორატორს მონიკა გარრიდოს

პატარა სამზარეულოში, შეიძლება ითქვას, ყველა სანტიმეტრს დიდი მნიშვნელობა აქვს და თუკი ყველაფერთან ერთად ვიწროცაა, მით უფრო რთულდება მისი კომფორტულად მოწყობა. თუმცა რთული არ ნიშნავს შეუძლებებლს. ეს კი ესპანელმა დეკორატორმაც დაამტკიცა.

ამ პატარა სამზარეულოს დიზაინის შექმნისას მონიკამ ადგილი მონახა მოხერხებული სამუშაო ზონისთვისაც და საკუჭნაოსთვისაც. ვიწრო სამზარეულოში ადგილი მოინახა, ასევე, ისეთი მსხვილი ტექნიკისთვისაც, როგორიცაა _ მაცივარი, ჭურჭლისა და ტანსაცმლის სარეცხი მანქანები.

გსურთ ნახოთ საბოლოო ჯამში რა გამოუვიდა დიზაინერს?  მაშინ ნახეთ ქვემოთ შემოთავაზებული ფოტოები.

                                                 მასალა მომზადებულია "ჯგუფ იდელდიზაინისა" და 
                                     ინტერნეტ ჟურნალ Populars.ge-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში