4.15.2013

საჩუქრის შესაფუთი საკუთარი ხელით

უჩვეულო საჩუქრების შესაფუთი საკუთარი ხელით შესაძლოა გააკეთოთ ყველაზე მოულოდნელი მასალებისგან. მაგალითად, ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საფოსტო გზავნილის ყველაზე ჩვეულებრივი ყუთი ან ნებისმიერი სხვა ქაღალდი. შესრულებული სამუშაოს შედეგად კი მიიღებთ ძალიან საყვარელ და რომანტიულ ყუთს, რომელიც გაალამაზებს სხვადასხვანაირ საჩუქრებს.
მასალები:

1. მუყაოს ყუთი
2. მაკრატელი
3. წებო
4. ლენტები
5. ორმხრივი „სკოჩი“
6. დეკორატიული ელემენტები

დამზადება:

ნაბიჯი 1. გამოჭერით მუყაოსგან ერთი და იგივე დიამეტრის წრე და 3 ფართო ზოლი. 

ნაბიჯი 2.  მიაწებეთ წრეები ორმაგი სკოჩით. ასე უნდა დაამზადოთ ყუთის ზედა და ქვედა ნაწილი. 

ნაბიჯი 3. შეღებეთ მუყაოს ელემენტები. ჩვენს შემთხვევაში ვიყენებთ საფოსტო მარკასა და ბეჭედს.

ნაბიჯი 4. ახლა მიყევით და მიაწებეთ ყუთს კედლები, მიაწებეთ ერთი ზოლი მეორეს, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. ამასთან, ყურადღება მიაქციეთ, რომ ყუთის გარეთა ზოლი,  ფსკერზე მაქსიმალურად დაბლა და კარგად იყოს მიწებებული.

ნაბიჯი 5. ანალოგიური პრინციპით გააკეთეთ სახურავიც. გაითვალისწინეთ ის, რომ ყუთის სახურავი უნდა იყოს მხოლოდ ერთი ზოლით დამზადებული თავად ყუთისგან განსხვავებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ყუთს ვერ დაეფარება.

ნაბიჯი 6. მორთეთ საჩუქრის შესაფუთი დეკორატიული ლენტებით. 
სამუშაო შესრულებულია. ახლა უკვე შეგიძლიათ გააოცოთ ახლობელი ადამიანები არა მარტო საჩუქრით, არამედ მისი სრულიად მოულოდნელი გაფორმებით.  





3.30.2013

ცნობილი ადამიანების სახლები/სერია პირველი

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ რაც უფრო პოპულარულია ადამიანი, მით უფრო მეტი ინტერესია მის ირგვლივ. ალბათ სწორედ ამანაც გამოიწვია ჩვენი დღევანდელი თემა, ცნობილი ადამიანების სახლები. ვარსკვლავების სახლების ფოტოებს რამდენიმე სერიად შემოგთავაზებთ. ამჯერად  წარმოგიდგენთ ბრედ პიტის, ჯორჯიო არმანისა და დოლჩე გაბანას სახლებს.

ბრედ პიტი

საერთოდ, ბრედ პიტს მოგზაურობა უყვრას. მას სახლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს. კარიბის კუნძულებზე მდებარეობს მსახიობის ის საცხოვრებელი, სადაც ის ვარსკვალვურ ხმაურს ემალება. ბრედ პიტის სახლი არაფრით განსხვავდება სხვა გვერდზე მდგომი სახლებისაგან. იქიდან გამომიდნარე, რომ პიტი თითქმის სულ მოგზაურობაშია, აქ ის იშვიათად იმყოფება.

ჯორჯიო არმანი

კულძულ პანტელერიაზე ჯორჯიო არმანმა სახლი 1981 წელს შეიძინა. ძალიან დიდიხნის წინ ამ ადგილას არაბები ცხოვრობდნენ და რაღაც არაბული ელემენტები შენობებს დღემდე აქვთ შემორჩენილი. წლების განმავბლობაში არმანმა აქ ნამდვილი ოაზისი შექმნა.
Domenico Dolce & Stefano Gabbana
 
ამ იტალიურმა „წყვილმა“ შეძლო თითქმის შეუძლებელი. 10 წელზე ნაკლები დრო დასჭირდათ, რომ თავიანთი პატარა მილანური ატელიე საერთაშორისო მოდის იმპერიად გადაექციათ. ცნობილი ადამიანებიც კი მათთან მეგობრობაზე ოცნებობენ. მათ კლიენტებში მოიაზრებიან ისეთი პოპულარული და აღიარებული პიროვნებები, როგორებიც არიან _ ნიკოლ კიდმანი, დემი მური და სხვა. სწორედ დოლჩე და გაბანამ დაამზადეს კოსტიუმები მადონას და უიტნი ჰიუსტონის საერთაშორისო ტურებისთვის. მათი ვილა მდებარეობს ცდუნებების კუნძულზე (Temptattion Islad). ვილა მკვეთრ დემონსტრირებას ახდენს მფლობელების გემოვნებისა. ამ სახლის დათვალიერებისას ხვდებით, რომ მხოლოდ თეთრი და შავი არ წარმოადგენენ წყვილის ფავორიტ ფერებს. დოლჩესა და გაბანას გამოუვიდათ, რომ ამ ეგზოტიკურ კუნძულზე  შეექმნათ ზღაპრული საცხოვრებელი.

3.26.2013

როგორ გავაკეთოთ რემონტი ჩვენი ხელით?

დიდიხანია, რაც რემონტს გეგმავთ, მაგრამ არ იცით რითი და საიდან დაიწყოთ? მაშინ ეს რამდენიმე რჩევა სწორედ თქვენთვისაა.

1 ნაბიჯი:

პირველ რიგში გჭირდებათ გეგმა. განსაზღვრეთ, რისი გაკეთება გსურთ, როგორი მოცულობის საქმე გელოდებათ წინ, რამდენი და როგორი  სარემონტო მასალა დაგჭირდებათ  და რა თანხა იქნება საჭირო ამ ყველფრისთვის. როცა შეარჩევთ ოთახს, საიდანაც რემონტს დაიწყებთ, გაიტანეთ ავეჯი, იატაკს გადააფარეთ რაიმე მტვრისგან დასაცავად და შემდეგ მოაძვრეთ კედელს ძველი საფარი. თუ ფანჯრების შეცვლასაც აპირებთ, ჯობს სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე ჯერ ფანჯრების საკითხი მოაგვაროთ.

2 ნაბიჯი:

ელექტროობა. დიდი მნიშვნელობა აქვს ელექტრო მავთულების ხარისხსა და მოხერხებულობას. თუ თქვენ ყველაფერი გაკმაყოფილებთ _ მშვენიერია, მაგრამ თუ მავთულების ან ჩამრთველ-გამომრთველების შეცვლა აუცილებელია, მაშინ ეს უკეთესია  კედლის „გაშპაკვლამდე“ გააკეთოთ. ჯერ სწორედ „შტეფცელები“ მოაწესრიგეთ და შემდეგ დაიწყეთ კედლების გასწორება.

3 ნაბიჯი.

ჭერი. ჭერის რემონტი _ სერიოზული საქმეა. ის შეგიძლიათ შეღებოთ, გააკეთოთ თქვენთვის სასურველი დეკორაცია, თაბარშირმუყაოს გამოყენებით თუ მის გარეშე. თუმცა, მონტაჟის დროს თაბაშირმუყაო ძალიან მოსახერხებელია, ის შეგიძლიათ შეღებოთ ნებისმიერი საღებავით და მის უკან შეგიძლიათ დამალოთ მავთულები. გარდა ამისა, თაბაშირმუყაო ეკოლოგიურია და შეუძლია კარგად უზრუნველყოს ხმის იზოლაცია. თუ თქვენ გადაჭიმული ჭერისკენ მიისწრაფით, მაშინ მის გასაკეთებლად პროფესიონალს მიმართოთ სჯობია.

4 ნაბიჯი:

კარი. ახალი კარების დამონტაჟების დროც მოვიდა. მისი დამოუკიდებლად  გაკეთება რთული არ არის. მეოთხე ეტაპად სწორედ კარის საკითხი მოაგვარეთ.

5 ნაბიჯი:

იატაკი. თუ თქვენი იატაკი სრულიად გაკმაყოფილებთ, პრობლემაც არ არსებობს, მაგრამ თუ მისი შეცვლა გადაწყვიტეთ, მაშინ ამ ნაბიჯზე  სწორედ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტის შესრულების შემდეგ გადადით. მაგალითად, ლამინატი ძალიან სწრაფად და ადვილად იგება ერთი ადამიანის მიერაც კი, მაგრამ თუ პარკეტის დაგება გადაწყვიტეთ,  არ აჩქარდეთ შპალერის მიწებებაში, რადგან ოთახში დიდი რაოდენობის მტვერი გარანტირებული გექნებათ.

6 ნაბიჯი:

 კედლები. მოვიდა დრო კედლების შეღებვისა ან შპალერის მიწებებისა. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ სამუშაოს დაწყების წინ უნდა მოხსნათ ყველა დენის ჩამრთველ-გამომრთველი.

7 ნაბიჯი:

პლინტუსი. ჭერი, კედლები, იატაკი და კარებები წესრიგშია. მაშასადამე ვიწყებთ დამათავრებელ ეტაპს _ პლინტუსების დაყენებას. დღესდღეობით გაყიდვაში ბევრი სხვადასხვანაირი თანამედროვე პლასტმასის პლინტუსებია, რომლებშიც ანტენების კაბელების ჩაყოლებაცაა შესაძლებელი. სასურველია ზუსტად ასეთი პლინტუსები დააყენოთ.

8 ნაბიჯი:
ოთახი სრულად არის მზად. ახლა დროა ეს ყველა ქმედება თანმიმდევრულად სხვა ოთახებშიც გაიმეოროთ და ბოლოს საკუთარი ხელით გარემონტებულ სახლში ცხოვრებით სიამოვნება მიიღოთ.

პატივისცემით,“ ჯგუფი იდეალდიზაინი“

2.12.2013

როგორ დავამზადოთ რომანტიკული გული _ საჩუქარი ვალენტინობისთვის

თუ ამ თემამ დაგაინტერესათ, მაშინ გამოყევით ჩვენს მითითებებს და ხელმისაწვდომი მასალებით მიიღებთ ძალიან კარგ ნივთს, რომელიც გამოგადგებათ, როგორც სახლის გასალამაზებლად, ისე წმინდა ვალენტინის დღეს საყვარელი ადამიანის გასახარებლად. 
მასალები:

1. გულის ფორმის ჭურჭელი ან მუყაოს ქაღალდი.
2.  წითელი ნაჭერი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სქელი წითელი ნაჭერი)
3. მაკრატელი
4. წებო 

ნაბიჯი 1: თუ თქვენ არ გაქვთ გულის ფორმის თეფში, შეგიძლიათ ის მუყაოს ყუთისგან გამოჭრათ.
ნაბიჯი 2: გამოჭერით ნაჭრისგან  ერთი ზომის წრეები.

  ნაბიჯი 3: გამოჭრილი წრე გადაკეცეთ ისე, რომ სურათზე ნაჩვენები ფორმა მიიღოთ.

ნაბიჯი 4: გადაკეცილი წრეები მიაწებეთ გულის ფორმას, ისე რომ სულ გადაფაროთ.
 გულიც მზადაა.

2.11.2013

გაზეთის წნულებისგან ყუთის დამზადება

გაზეთის წნულებისგან, საერთოდ, ძალიან საინტერესო ნივთები მზადდება.  ამჯერად, ჩვენ მისგან  ყუთის დამზადებას ვისწავლით. 

მასალები:
1.    მუყაოს ყუთი
2.    გაზეთი (გაზეთისგან დამზადებული წნულები)
3.    ე.წ. სარეცხი შპილკები   
4.    მაკრატელი
5.    წებო
6.    ფუნჯი
ნაბიჯი 1. მუყაოს ყუთის ძირს სარეცხი შპილკებით მიამაგრეთ გაზეთისგან გაკეთებული წნულები.
ნაბიჯი 2. დამზადებულ,  ასე ვთქვათ, მასალას ზემოდან დააწებეთ ისევ მუყაოს იგივე ზომის ნაჭერი. 
ნაბიჯი 3.  დაიწყეთ დაწვნა ისე, რომ დამზადებული წნულები ერთმანეთში გახლართოთ ვერტიკალურად, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

ნაბიჯი 4. ასეთი დაწვნა გააგრძელეთ მანამ, სანამ  ყუთის სასაურველ სიმაღლეს არ მიაღწევთ, შემდეგ  წნულები გადაგრიხეთ და  თავისუფალ თვლებში გაუყარეთ.


ნაბიჯი 5.  დამზადებულ ყუთს წაუსვით წებო ან ლაკი.  შეღებეთ თქვენთვის სასურველ  ფერზე.

2.08.2013

დეკორატიული სკამები თუნუქის ბანკებისგან

საერთოდ, თუნუქის ბანკებისგან უხეში შესახედაობის ნივთები გამოდის, თუმცა ჩვენი შემთხვევა გამონაკლისია. ამ სამუშაოს შესრულების შედეგად თქვენ მიიღებთ ორიგინალურ და ლამაზად სკამებს. 





მასალები:
1.  თუნუქის ბანკა
2. „სკოტჩი“
3. მაკრატელი
4. წებო
5. ქაღალდი
6. ფლომასტერი.


ნაბიჯი 1: მოაცილეთ ბანკას ზედა ნაწილი.
ნაბიჯი 2: მაკრატლით ბანკის ქვედა ნაწილი წვრილად ჩაჭერით.

ნაბიჯი 3: დაჭრილი ბანკის ნაწილები წვრილ-წვრილად დაგრიხეთ, ისე რომ  სკამის 4 ფეხი გამოგივიდეთ. 

ნაბიჯი 4: ქაღალდზე დახაზეთ წრე, დახატეთ მასზე ფლომასტრით და ამოჭერით. შემდეგ ის დააწებეთ სკამის დასაჯდომ ადგილზე.

და სკამიც მზადაა.